ომბუდსმენი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მომხდარ ფაქტს ეხმაურება
პოლიტიკა - 17:39, 25 Dec, 2017     1032
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის ინციდენტს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ოპერატიულად და ეფექტურად შეისწავლოს მომხდარი ფაქტი.

საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 22 დეკემბერს, გამთენიისას ათამდე შეიარაღებულმა სამართალდამცავმა იარაღის აღმოჩენის მიზნით დავით ხოსიაშვილის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ამ დროს სახლში მისი 31 წლის რძალი თ.ნ. და 1 წლის ბავშვი იმყოფებოდნენ. ჩხრეკისას თ.ნ. შეუძლოდ გახდა და ამ დრომდე, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაში. ოჯახის წევრთა განცხადებით, სამართალდამცავები პოლიციელებისთვის შეუფერებლად იქცეოდნენ და სახლიდან ისე წავიდნენ, რომ დახმარება არ შეუთავაზებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არ გაგრძელდება მანკიერი პრაქტიკა და საქმის შესწავლას რეალური შედეგი უმოკლეს დროში მოყვება. არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები და შესაძლო გადაცდომის ჩამდენი კონკრეტული პირები გამოვლინდებიან და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამართალდამცავებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები, რათა არ შეილახოს პირის ფუნდამენტური – სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებები.

სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გენერალური ინსპექციის მიერ საქმის შესწავლის პროცესს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42