საპოლიციო კონტროლი რიგ შემთხვევებში, დარღვევებითა და გადაცდომებით მიმდინარეობდა - საია
პოლიტიკა - 17:32, 25 Dec, 2017     669
საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2017 წლის 22-24 დეკემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიების დროს ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა შემოწმება, ისე ავტომობილების გაჩერება და შემოწმება. იკვეთება, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი რიგი პროცესუალური დარღვევებით ჩატარდა, ხოლო, ცალკეულ შემთხვევებში, პოლიციელთა ქმედებები არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია პოეტ ზვიად რატიანის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციელის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ შელახვას წარმოადგენს. რატიანის თქმით, საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცავებმა იგი რამდენჯერმე სცემეს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოქალაქე რატიანის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა სამინისტრომ აქცენტი გააკეთა არა მისთვის მიყენებულ დაზიანებებსა და პოლიციელების მხრიდან სავარაუდო გადაცდომებზე, არამედ რატიანის ალკოჰოლურ თრობასა და ქცევაზე. სამინისტროს განცხადებაში ჩანს მცდელობა, რომ აქცენტის გადატანა მოხდეს ზვიად რატიანის შესაძლო მაპროვოცირებელ ქმედებებზე, რაც არ შეიძლება გახდეს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფუძველი, და არა პოლიციელთა მხრიდან პროპორციული ძალის გამოყენების მართლზომიერებაზე.

პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებზე მიუთითებს ახმეტაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებიც, რომლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ქალი ჯანმრთელობის პრობლემებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს ქ. ზუგდიდში მცხოვრები 3 მოქალაქე. მათი განმარტებით, ისინი პოლიციელებმა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელებისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს, გადაიყვანეს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, სადაც მათ მიმართ განახორციელეს არასათანადო მოპყრობა.

საპოლიციო კონტროლის დროს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებზე მეტყველებს, ქ. ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის საქმე, რომლის ინსტერესებსაც საიას ბათუმის ფილიალი იცავს. მოქალაქის განმარტებით, მას პოლიციელის ფორმაში ჩაცმულმა უცნობმა პირებმა უხეშად მიმართეს, არ განუმარტეს მნიშვნელოვანი უფლებები, პირველი კომუნიკაციის დროს არ გააცნეს ვინაობა და არ წარუდგინეს სამსახურებრივი საბუთი. ერთ-ერთმა პოლიციელმა მხოლოდ ის უთხრა, რომ რეიდებზე იყვნენ. შემოწმების პროცესში ჯ.ქ. იძულებით ჩასვეს მანქანაში და ჯერ მიიყვანეს განყოფილებაში, ხოლო შემდეგ - დაკავების იზოლატორში.

აღნიშნულიც ადასტურებს, რომ რიგ შემთხვევებში, საპოლიციო კონტროლის დროს პოლიციელები არ იცავდნენ კანონმდებლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და მოქალაქეების მიმართ იყენებდნენ ურთიერთობის უხეშ და დამამცირებელ ფორმებს.

სპეციალური საპოლიციო ღონისძიების განხორციელების წესსა და საფუძვლებს განსაზღვრავს პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. აუცილებელია, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.

გვსურს ასევე ავღნიშნოთ, რომ პოლიციის საქმიანობა არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლებებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სხვა უფლებებს. ამასთან, საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

მნიშვნელოვანია, რომ საპოლიციო ღონისძიებები (სპეციალური საპოლიციო კონტროლი), რომელიც წარმოადგენს დანაშაულის/სამართალდარღვევის პრევენციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს, კანონმდებლობისა და პოლიციელთა ეთიკის ნორმების სრული დაცვით განხორციელდეს.

საია მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს - საპოლიციო კონტროლის დროს უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონმდებლობის დაცვა;

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციას - განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა პოლიციელთა საქმიანობაზე და გამოკვლიოს მათ მხრიდან კანონის ან/და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები;

საქართველოს პროკურატურას - ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიოს ყველა ის შემთხვევა, რომელიც საპოლიციო კონტროლის დროს პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ გადაცდომებს ეხება."- აღნიშნულია საიას განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42