რომის პაპის მილოცვა ილია მეორეს - "ჩემო ძმაო! ამ 40 წლის მანძილზე უდაბნოში ვლიდით და წინ მიუძღოდით თქვენს ერს, ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე“
პოლიტიკა - 15:44, 25 Dec, 2017     5046
რომის პაპი, ფრანსისკე ილია მეორეს ინტრონიზაციის 40 წლის იუბილეს ულოცავს. მილოცვა სვეტიცხოვლის ტაძარში პროტოპრესსვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.

„მოხარული ვარ, ძმური სიყვარულით გადმოგცეთ ჩემი მხურვალე მოლოცვა. ვუერთდები თქვენს უწმინდესობას, თქვენს ეკლესიასა და ძვირფას ქართველ ხალხს. ბიბლიის მიხედვით, 40 წელი ის დროა, რომლის განმავლობაშიც, რჩეული ერი, ღმერთმა უდაბნოში ატარა, აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ამ 40 წლის მანძილზე უდაბნოში ვლიდით და წინ მიუძღოდით თქვენს ერს, ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე, სანამ კვლავ არ აღმოცენდა და გაიფურჩქნა, რწმენა უფლისა, საქართველოს ოდითგანვე ღვთისკურთხეულ და ურიცხვწამებულთა სისხლით გაჯერებულ, ათას ჭირვარამ გამოვლილ, ჯვრის ნიშით აღბეჭდილ და ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი თამამი იმედებით გაცისკროვნებულ მიწაზე.

ძვირფასო ძმაო! გულში ცოცხლად ვინახავ ხსოვნას, თქვენი ქვეყნის სულიერების, ქრისტიანობისა და კულტურისა, რომლის გაცნობის და დაფასების საშუალება მომეცა, ჩემი შარშანდელი ვიზიტის დროს. მადლობას ვუძღვნი უფალს, რომ მომმადლა წყალობა, პირადად გამეცანით და წმინდა ძმური ამბორით გადაგხვეოდით. მადლიერი ვარ უფლის, იმ მღელვარებისა და სიხარულისთვის, რომელსაც ის შეხვედრა და თქვენი პიროვნება დღესაც აღძრავს ჩემში. შობის წინა დღეებში, თქვენს 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს ჩვენს საერთო მამას, ვთხოვო მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ნუგეში, სულიერი სიხარული და შინაგანი ძალა, არ მოაკლოს თავისი უხვი წყალობა, თქვენს ძვირფას მსახურებას და თქვენს სიცოცხლეს. განსაკუთრებით კი მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, გამუდმებით ვილოცებ თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობისთვის. ვთხოვ უფალს, რომ თქვენს გულში მეც მიმიჩინოს ადგილი და ვიმედოვნებ, რომ როგორც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაუვიწყარი ვიზიტისას ითქვა, ლოცვა და სიყვარული შეგვაძლებინებს, აღვასრულოთ ის, რაც უფალმა თავის მორწმუნეებს უსურვა, მოციქულთა სიტყვის მეშვეობით - რათა ყოველი ერთ იყვნენ“, - ნათქვამია რომის პაპის მილოცვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42