UNICEF-ი ბაგა-ბაღებში გადასახადის დაწესების წინააღმდეგია
პოლიტიკა - 16:04, 25 Dec, 2017     1175

საჯარო ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების ფაქტს გაეროს ბავშვთა ფონდი განცხადებით ეხმაურება, განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი აღნიშნულ საკითხს ეწინააღმდეგება:

„ყველა ბავშვი, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ბავშვები, უნდა სარგებლობდეს უფასო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ადრეული და სკოლამდელი განათლებით.

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) კვლევების თანახმად, მიუხედავად სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასწრების გაზრდილი მაჩვენებლებისა, საქართველოს ბავშვების თითქმის ნახევარს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე. უთანასწორობა განსაკუთრებით აისახება სოფლად და სიღარიბეში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებზე, რომელთა დასწრების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

იუნისეფი შიშობს, რომ გადასახადების შემოღება კიდევ უფრო გააღრმავებს უთასწორობას ქალაქად და შეძლებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებსა და სოფლად და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

იუნისეფი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში განათლებას „გამათანაბრებელი“ პოტენციალიც აქვს და გადასახადების შემოღებამ შესაძლოა, საწინააღმდეგო დინამიკა შექმნას. ფასის დაწესებით, საჯარო ბაღებზე გავლენას მოახდენს საბაზრო ძალები, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საზოგადოების მდიდარ ფენას და გამორიცხავს უფრო ღარიბებს.

კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ უზრუნველყოფს უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომ სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის და აწესებს ეროვნულ სტანდარტებს და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წესს. კანონის განხორციელებისთვის საჭიროა ამ სექტორში ინვესტიციების გაზრდა, მუნიციპალური ხელისუფლებების შესაბამისად გაძლიერება და ადრეული განათლების სფეროს მასწავლებლების მომზადებისა და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხარისხიანი სატრენინგო პროგრამების ძლიერი სისტემის შექმნა.

გაეროს ბავშვთა ფონდი ადასტურებს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის განხორციელების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42