თბილისის საკრებულოში ისტორიული აბრების გამოფენა გაიმართა
პოლიტიკა - 15:42, 25 Dec, 2017     1333

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ისტორიული აბრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის დიზაინის ერთიანი სტანდარტის შემუშავების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, რომელიც როგორც ქუჩის მანიშნებლებს, ასევე, სხვა დეტალებს მოიცავს.

მისი თქმით, დოკუმენტი უახლოეს პერიოდში შემუშავდება და ქალაქის განვითარება მის საფუძველზე მოხდება.

„დღეს საკრებულოს შენობაში წარმოდგენილია უძველესი ქუჩების მანიშნებლები. როგორც იცით, დამისამართება ჩვენს დედაქალაქში მე-18 საუკუნიდან დაიწყო. ზოგადად, დაწყებული გვაქვს მუშაობა, ქალაქის დიზაინის ერთიანი სტანდარტის შემუშავების მიმართულებით, რომელიც როგორც ქუჩის მანიშნებლებს, ასევე, შუქნიშნებს მოიცავს. ეს ყველა განვითარებულ ქალაქს აქვს და თბილისიც არავის ჩამოუვარდება. არსებობს ბევრი დეტალი, რომელიც ერთიან დიზაინში უნდა მოექცეს. აღნიშნული დოკუმენტი უახლოეს პერიოდში შემუშავდება და ქალაქის განვითარება და კეთილმოწყობა ამ მიმართულებით მოხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოფენაზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან 2017 წლამდე სამისამართე აბრების ნიმუშებია წარმოდგენილი, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ისტორიის მუზეუმმა შემოინახა. შედარებით ახალი პერიოდის აბრები კი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მოიძია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42