ზვიად რატიანის საქმეს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმაურება
პოლიტიკა - 15:40, 25 Dec, 2017     1420

სახალხო დამცველი ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ზვიად რატიანის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და იმედოვნებს, რომ დაწყებული გამოძიება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვას ადეკვატურ ვადებში გასცემს დამაჯერებელ პასუხს.

„სახალხო დამცველი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საქმის თავდაპირველ შესწავლასა და პირველად მოქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა, რაც ეწინააღმდეგება საგამოძიებო ქვემდებარეობის დადგენილ წესსა და გამოძიების ეფექტიანობის საერთაშორისო სტანდარტებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზვიად რატიანის საქმე განყენებულად არ უნდა იქნას განხილული. იგი პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ტენდენციის გამოვლინებას წარმოადგენს, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობდა 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში. მოქალაქეთა ნდობის აღდგენისთვის, რაც შს მინისტრის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს, თითოეული ფაქტის გამოძიებაა აუცილებელი. ამ კუთხით სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, შემთხვევის საბოლოო გამოძიებამდე ერთ–ერთი პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზვიად რატიანი სავარაუდო არასათანადო მოპყრობას სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას დაექვემდებარა, რომლის ფარგლებშიც 52 000–მდე პირი იქნა გადამოწმებული. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ არასათანადო მოპყრობის ან პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს - 1481.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ზვიად რატიანს უკვე შეხვდნენ და გაესაუბრნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს როგორც ზვიად რატიანის სასამართლო პროცესის, ისე – არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42