"ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბათს თბილისელებს საშობაო საჩუქარს უმზადებს"
პოლიტიკა - 14:18, 25 Dec, 2017     19929
ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშიებით პარტია „თავისუფალი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბათს თბილისელებს „საშობაო საჩუქარს“ უმზადებს, რაც ტარიფების გაზრდაში გამოიხატება:

„დღეს გაიმართა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ენერგო-გადაცემის ტარიფის ზრდის შესახებ და ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ, ხოლო ოთხშაბათს დაგეგმილია კომისიის მომდევნო სხდომა, რომელზეც თბილისელი მომხმარებლებისათვის მიღებული იქნება გადაწყვეტილება „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ ტარიფი არის „გაბერილი“, რომ ტარიფი გაზრდილია მიხეილ სააკაშვილის და მასთან დაკავშირებული ჩინოვნიკების კორუფციული წილების შედეგად. ამის მიუხედავად, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ტარიფი არა თუ არ შემცირდა, მოხდა მისი რამოდენიმეჯერ კიდევ უფრო გაზრდა.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის სამომხმარებლო ტარიფის დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტის ჩატარება, რაც საკმაოდ სერიოზულ სამუშაოებთან და ანაზღაურებასთანაა დაკავშირებული.

ამიტომ, „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს კვალიფიციურ სპეციალისტებს (ეკონომისტებს, აგრეთვე მეცენატებს) მონაწილეობა მიიღონ ამ სოციალურად უმნიშვნელოვანეს პროცესში.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42