ე.წ. რეიდები საქართველოში - ევროპული საქართველო ადამიანის უფლებების შელახვის რისკზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:27, 25 Dec, 2017     2501
ევროპული საქართველო შს სამინისტროს მიერ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ჩატარებულ რეიდებს ეხმაურება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია შს მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, რომ კრიმინოგენურ ვითარების გამოსასწორებლად ნუ გამოიყენებს რეიდების მოძველებულ ფორმას.

„ერთის მხრივ ცალსახად ძალიან კარგია რომ ახალი მინისტრი კრიმინოგენურ ვითარების დამძიმებას არ აბრალებს მედიას და საზოგადოებას. რეალურად მან აღიარა რომ ქვეყანაში ეს გამოწვევა არის. თუმცა ის ფორმები როგორც დაიწყო სამინისტრომ ამ კრიმინალთან ბრძოლა და კონკრეტულად ვგულისხმობ ე.წ. რეიდებს არის აბსოლუტურად არაეფექტური და უარესიც და შეიცავს დიდი საფრთხეს ადამიანის უფლებების დარღვევის.

ჩვენ ვიცით ეს, ძალიან კარგად გამოვლილი გვაქვს თავის დროზე . რეალურად ეს არის მასიური საფრთხის შექმნა წესიერი მოქალაქეებისთვის ,როდესაც პოლიცია გამოდის მასიურად ქუჩაში და არღვევს ადამიანის უფლებებს. მინისტრმა თავად თქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა შს სამინისტროს მთავარი ამოცანაა კრიმინალთან ბრძოლასთან ერთად და ამიტომ ესეთი გზებით ჩვენ მხოლოდ დავამძიმებთ ვითარებას.

ჩვენ ვნახეთ კონკრეტული შემთხვევა რომელიც ლოგიკური იყო პოეტთან დაკავშირებით , მისი უფლებები უხეშად დაირღვა . პოეტის მსგავსად უამრავი შემთხვევა იქნება და რეიდი მოიცავს ბუნებრივია ამ საფრთხეს. მოვუწოდებ შს მინისტრს ძველ რეიდებს რომელიც კარგად ვიცით რისი მომტანია , რეალურად გააგრძელოს დანაშაულთან ბრძოლა, გაქრეს დაუსჯელობის სინდრომი, რომელმაც თავის დროზე გააღვივა ეს ვითარება როცა ადამიანებს გონიათ რომ არ დაისჯებიან." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42