„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში მიმდიანრე მოვლენებს აფასებს, სოციალურ ქსელში გოცირიძე წერს, რომ უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა დაზიანება ოპოზიციის გამოსვლებისას მაგიდაზე ხელის ბრახუნისას მიიღო და მას დაზიანებული ხელი გიფსში აქვს:
„რომ შევაჯამოთ გასული კვირის საპარლამენტო შეხლა-შემოხლები, რომელიც ღირსების დაცვის ქართული გაგების კონტექსტით წარიმართა, იგი უსისხლოდ დამთავრდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება: „ოცნების“ მოჭიდავე დეპუტატმა, ბატონმა შოთა ხაბარელმა, პარლამენტში ოპოზიციის გამოსვლისას, მაგიდაზე ხელით ბრახუნის დროს, ხელის მტევანი დაიზიანა (მაგიდის ძგიდეს მოუხვდაო) და ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი. ტრავმა საშუალო ზომის აღმოჩნდა. ექიმების თქმით, თაბაშირს ერთ კვირაში მოხსნიან და ბატონ შოთას კვლავ შეეძლება ჩვეული სადეპუტატო საქმიანობის გაგრძელება“, - წერს გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






