„ფარცხალაძეს ჩემზე თავდასხმას არ დავუვიწყებ... პოლიტიკური ვითარების შეცვლისთანავე სიმართლე გაიმარჯვებს!“ - ლაშა თორდია
პოლიტიკა - 13:18, 25 Dec, 2017     2014

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორსა და აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსს შორის მომხდარი ინციდენტიდან 7 თვე გავიდა. თუ რა ეტაპზეა გამოძიება „ელ ცენტროს“ ეპიზოდზე და რამ გამოიწვია ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირება? _ ამაზე ლაშა თორდია „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს:

„2017 წლის მაისი ჩემთვის ნამდვილად ცუდი გასახსენებელია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა ჩემს იმჟამინდელ საქმიანობას - აუდიტის სამსახური მაშინ მერიის გადაწყვეტილებებს ამოწმებდა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა - ის მერიამ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა, ჩაუნაცვლა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სამჯერ დიდი ფართობით და დამატებით - მისთვის სასურველ ფართობზე აუქციონი ფარცხალაძეს მოარგო. ასევე, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში პოლიტიკური შეხედულებისა თუ ვინმესთან მეგობრობის გამო, არც ერთი აუდიტორისთვის სუბიექტური მითითება არ მიმიცია, პირიქით, ხელს მაქსიმალურად ვუწყობდი მათ პროფესიულ დამოუკიდებლობას“, - აღნიშნავს თორდია.

„ელ ცენტროს“ ინიციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით ლაშა თორდია ამბობს, რომ ფარცხალაძემ პასუხისმგებლობა არ აიღო და გამოძიება შეჩერდა ფარცხალაძის ჩვენებაზე, რომ მას თითქოს თორდია დაესხა.

„ელ ცენტროს“ ინციდენტთან დაკავშირებით ფარცხალაძემ პასუხისმგებლობა არ აიღო, პირიქით, გამოძიებას ჩვენება მისცა, რომ მე დავესხი თავს - გამოძიებაც სწორედ აქ შეჩერდა და საქმის დეტალების გარკვევა, როგორც ჩემთვის ცნობილია, აღარ გაუგრძელებია. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ვითარების შეცვლისთანავე სიმართლე გაიმარჯვებს, ყოფილ მთავარ პროკურორს, ჩემზე თავდასხმას არ დავუვიწყებ, დაველოდები, როდის აღსრულდება სამართალი და მოეთხოვება პასუხი ფარცხალაძე.

რა თქმა უნდა, ფარცხალაძესთან ერთად, გამოძიებაც იმ მიმართულებით წავიდა, რომ მე ვარ პათოლოგი, გიჟი და ფარცხალაძეს პირველი დავესხი თავს და პირადი სივრცე დავურღვიე. ეს მაფიქრებინებს, რომ დღეს ფარცხალაძე ხელშეუხებელია, თუმცა ვიმეორებ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შეჩერებულია აუდიტიდან პროკურატურაში გაგზავნილი მასალების საფუძველზე მერიის საქმიანობის გამოძიება, არადა, დოკუმენტურადაა, აღწერილი, თუ როგორ მიანიჭა მერიამ ოთარ ფარცხალაძეს პრივილეგია, რატომ მისცა სახელმწიფო ქონება არარეალურად იაფად და ა.შ.“, - აღნიშნავს თორდია.

აუდიტის სამსხურის ყოფილი უფროსის განცხადებით, გარკვეული ადამიანები კანონზე მაღლა დგანან და ხელშეუხებელნი არიან.

„რეალობა, რომ ფარცხალაძე დღესაც მშვიდად აგრზელებს ცხოვრებას და ალბათ ბიზნესსაქმიანობასაც, მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ვიღაც-ვიღაცები კანონზე მაღლა დგანან და ხელშეუხებელნი არიან, სახელმწიფო სისტემა კი მათ განუმტკიცებს რწმენას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც არ დაისჯებიან“, - დასძენს თორდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42