„სწორედ ილია II-ის დამსახურებაა, რომ ქართველი ხალხი ეკლესიისკენ შემობრუნდა“ - ირაკლი კობახიძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ულოცავს
პოლიტიკა - 12:25, 25 Dec, 2017     1297
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ულოცავს. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ილია მეორის დამსახურებაა, რომ ქართველი ხალხი რწმენისა და ეკლესიისკენ შემობრუნდა.

„უწმინდესო და უნეტარესო, გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ვულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულით, დაუღალავად იღწვით!

თქვენ ქართველ ხალხს სწორედ მაშინ მოევლინეთ, როდესაც მას სულიერების გასაძლიერებლად გამორჩეული წინამძღოლი სჭირდებოდა. თქვენი დამსახურებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება, აღდგა ეკლესია-მონასტრები და ქართველი ხალხი შემობრუნდა რწმენისა და ეკლესიისკენ. 40 წლის მანძილზე, თქვენი ლოცვა და მოღვაწეობა ყოველდღიურად აძლიერებს ჩვენს ხალხს და სამშობლოს.

გვაქვს უდიდესი პატივი, რომ თქვენი თანამედროვენი ვართ.

თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ უფლის სადიდებლად და საქართველოს საკეთილდღეოდ!”- აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42