ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს,
გიორგი მარგველაშვილს
ასლი: საქართველოში აკრედიტირებულ
საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს
ბატონო პრეზიდენტო !
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვები ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებასთან მიმართებაში, არსებობს საკითხები, რომლებზეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი და ჩვენი პოზიციის შეჯერება. თქვენი მხრიდან იმ პოზიციის გაზიარება, რომელსაც საქართველოს ასეულობით ათასი მოქალაქე იზიარებს.
2012 წელს, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთის დაკვეთით მოკლული არიან სპეცოპერაცია ,,კოდორი-2007''-ის მონაწილე ოფიცრები, სამართლებრივი დევნა განხორციელდა ომის ვეტერანებზე, ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ თანამშრომლებზე, ციხეებში აღმოჩნდნენ პატრიოტები, რომელთაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. ამავდროულად, ამ ადამიანების პატიმრობა სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, რაც აისახა როგორც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებში, ასევე ევროპარლამენტარებისა და აშშ–ს სენატორების განცხადებებში.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებანი და უზრუნველყოთ ყველა სამხედრო პირის, ომის ვეტერანების, ძალოვანი სტრუქტურების, ყოფილი თანამშრომლებისა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლება.
პეტიციის ბმული ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს
მასალის გამოყენების პირობები






