„ისინი, ვინც პრეზიდენტის არჩევის წესი გააუქმა, არ უარყოფენ, რომ ქართული საზოგადოების შეხედულების საწინააღმდეგოდ მიდიან“ - მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელში გაწევრიანებული უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით გამართულ რესპუბლიკური ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო და გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა.
პროექტი „დებატების ახალგაზრდული კლუბები" კონსტიტუციაზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა" განახორციელა. მასში გაწევრიანებული არიან საქართველოს 4 უნივერსიტეტის სტუდენტები.
საქართველოს პრეზიდენტმა დებატების მონაწილეებს მიმართა და სახელმწიფოს განვითარების საქმეში დებატების, კონსტიტუციისა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დემოკრატია ეფუძნება დებატების და კამათის კულტურას, განსხვავებული აზრის პატივისცემასა და მიმღებლობას, ამიტომ, როდესაც საუბარია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე, ეს პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესში მონაწილეთა დებატებისა და ურთიერთობის კულტურაზე, განსხვავებული აზრის უფლების აღიარებაზე, რომლის გარეშეც ვერ ფუნქციონირებს სახელმწიფოებრივი პროცესი.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციური რეფორმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ჩვენ ვქმნით დემოკრატიული მმართველობის სისტემას, იდეალურ ვითარებაში, ჩვენ ყოველთვის ნებისმიერი ხელისუფლების შტოს არჩევითობა უნდა იყოს ჩვენთვის ამოსავალი.
„არც ერთი ადამიანი, ვინც გააუქმა საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი, არ ამბობს, რომ მოსახლეობის 90%-ზე მეტს უნდა, თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი, ანუ არ უარყოფენ, რომ ისინი ახალი კონსტიტუციის რედაქციის შექმნისას პირდაპირ მიდიან მოსახლეობის შეხედულებების, ქართული საზოგადოების შეხედულების საწინააღმდეგოდ, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ - ამ შეხედულების გარდა, დემოკრატია არის ხალხის მმართველობა. ერთი არის კონსტიტუციონალიზმი და მეორე კონსტიტუციონალიზმის სულისკვეთება.
როცა ამ სულისკვეთებაზე გვაქვს საუბარი, ხაზი მინდა გავუსვა დემოკრატიის ტერმინს, ანუ ტერმინს ხალხის მმართველობა. თუ ჩვენ ვქმნით დემოკრატიული მმართველობის სისტემას, იდეალურ ვითარებაში, ჩვენ ყოველთვის ნებისმიერი ხელისუფლების შტოს არჩევითობა უნდა იყოს ჩვენთვის ამოსავალი.
ყველას არჩევითობა უნდა იყოს ამოსავალი: სხვადასხვა კომპეტენციის დონეზე, იქნება ეს რაიონი, ქალაქი თუ მუნიციპალიტეტი, იქნება ეს პრეზიდენტი, თუ სხვა თანამდებობის პირები.
ეს უნდა იყოს სულისკვეთება, იმიტომ რომ შინაარსი დემოკრატიისა მდგომარეობს იმაში, რომ ხალხი წყვეტს. და მეტიც, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ხალხის წინაშე გავიტანოთ პრობლემა და საზოგადოებას მივცეთ ის გადასაწყვეტად, ყოველთვის ჩვენ უნდა დემოკრატიის იდეალისკენ ვისწრაფოდეთ, იმ იდეალისკენ, სადაც ხალხის ნება ხორციელდება მმართველობის ფორმით.
თანამედროვეობაში არსებობენ პოლიტიკური ფილოსოფოსები, რომლებიც ამბობენ, რომ დიდ სახელმწიფოებში ფაქტიურად დემოკრატიის პრინციპები თავიდანვე შესუსტებულია, იმიტომ რომ რეალური დემოკრატია, მათი აზრით, შესაძლებელია მხოლოდ პატარა ქალაქ- სახელმწიფოებში, იქ სადაც საბერძნეთში დაიწყო დემოკრატია, პატარა ქალაქ- სახელმწიფოებში, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი ძირითადში ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს ერთად წყვეტდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებს თამაში "გახდი პრეზიდენტი" გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა