,,ჩვენ არ ვსაუბრობთ საპატრულო პოლიციის რეფორმირებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმის ახალ ეტაპზე“ - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 22:20, 24 Dec, 2017     912

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ვთქვა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საპატრულო პოლიციის რეფორმირებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმის ახალ ეტაპზე“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ტვ ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

,,მოგეხსენებათ, რომ საპატრულო პოლიცია სერვისებზე ძალზედ ორიენტირებულია. დღეს საერთაშორისო ტენდენცია გახლავთ ისეთი, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება მოქალაქეების მხრიდან საპოლიციო მომსახურეობებზე, საპოლიციო სერვისებზე. საპატრულო პოლიციის ე.წ. ფრონტ-ოფისი დღეს ასე თუ ისე ეკარგ მდგომარეობაშია. პრობლემები გვაქვს შიდა პროცედურულ თემებთან, შიდა პროცესების მართვასთან, მათ, ასე ვთქვათ, დიჯიტალიზირებასთან და ეს ის პრობლემებია, რომლებიც არ გვაძლევს და არ მოგვცემს ამ რეფორმირების შემდგომი ნაბიჯის გადაგმის საშუალებას. ჩვენ საპატრულო პოლიციას ვუყურებთ როგორც ინტეგრირებული სერვისების ერთგვარ პლატფორმას. ეს შეიძლება იყოს 112, იყოს მომსახურების სააგენტო და ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები და პროცედურები ერთმანეთთან იყოს მჭიდროდ დაკავშირებული, რათა არ მოხდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც მოხდა მაგალითად მართვის მოწმობების საკითხზე რის გამოც ჩვენ მისი გადავადება დაგვჭირდა. აღარ იყოს საჭირო ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ისეთი პროცედურების გავლა, როგორც ეს ხდება ე.წ. “ მე-12 ოთახში“, ერთი ოთახიდან მეორეში სიარული და შედეგ სხვა უწყებაში წასვლა.

ეს ყველაფერი თანამდროვე ტექნოლოგიების პირობებში დაძლევადია და ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ამ რეფორმირებას, რომ ის მომსახურეობები, რომლებსაც საპატრულო პოლიცია დღეს აწვდის მოქალაქეებს, იყოს უფრო დახვეწილი, უფრო მოხერხებული და უფრო მიმზიდველი მოქალაქეებისთვის. როდესაც ვსაუბრობ დამატებით სერვისებზე, მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობა იხვეწება და საპატრულო პოლიციის მიმართ მოთხოვნები უფრო გაზრდილია - ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლა, თამბაქოს მოწევის კონტროლი და ა.შ. დღეის მდგომარეობით, ამ ყველაფერის განხორციელება არის საკმაოდ რთული. ეს ყველაფერი საჭიროებს შიდა პროცედურულ დახვეწას და შიდა პროცედურების, ასე ვთქვათ,ავტომატიზირებას.“ - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42