,,ურთიერთობის ამაღლების გარეშე ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რასაც ჰქვია უსაფრთხო საზოგადოება და კრიმინალის დამრცხება“ - გახარია
პოლიტიკა - 22:11, 24 Dec, 2017     1438
პოლიციის რეფორმასა და ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა შს მინისტრმა ,,იმედის“ ეთერში.

„უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ პოლიციელიც ჩვენ საზოგაოების ნაწილია. შესაბამისად ჩენი რეფორმების ძირითადი შინაარსობრივი ნაწილი სწორედ ამაში მდგომარეობს. ჩვენ ვამბობთ, რომ შეუძლებელია ერთ დღეში ჩვენ პოლიციის 40 ათასი თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი. ჩვენ ვამბობთ, რომ რეოფრმების გარეშე და რეფორმების შინაარსობრივი ნაწილის გარეშე, ჩვენ ერთ დღეში, სახეცვლილ პოლციიას ვერ მივიღებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმეს რაიმე ინდულგენციას ვაძლევთ, ისევე როგორც სამოქალაქო საოზგადოების ე.წ. ცნობად სახეებს. ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, გვესმის, რომ გვჭირდება შინაარსობრივი რეფორმები და მათი არსი უნდა მდგომარეობდეს როგორც საკადრო პოლიტიკის, საგანმანათელბლო ნაწილის ასევე მკაფიო და აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმებით, რათა ნელ-ნელა ეს გაუცხოვების ელემნტი გადავლახოთ. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ გამართული, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა, ჩვენი საზოგადოების ინტერესშია, რა თქმა უნდა ჩვენ ასევე გვემის, რომ საზოგადოებას არ აქვს ვალდებულება ითმინოს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. თუმცა ასევე კარგად გვესმის, რომ ერთ დღეში მსგავსი შედეგის დადგომა არის შეუძლებელი, ამიტომ ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას რეფორმირების კონტექსტში იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენ ამის მოთხოვნის უფლებას გვაძლევს გახსნილობა და მაქსიმალური ტრანსფარენტობა როგომელსაც ვაპირებთ. ჩვენ ვამბობთ , რომ ჩვენი მიდგომა იქნება ღია და ტრანსფარენტული და მზად ვართ თითოეული მსგავსი შემთხვევა დეტალურად განვიხილოთ, როგორც საზოგადოებასთან ასევე უფლებამოსილ უწყებებთან ერთად. რა შედეგიც დადგება, ის შედეგი იყოს აღსრულებული უკლებლივ ყველა ფაქტზე, პოლიციის ფორმით იქნება ეს ადამიანი თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩენ ნაბიჯ- ნაბიჯ შევძლოთ ურთიერთნდობის ამაღლება, სხვანაირად ის შედეგი რასაც უსაფრთხო საზოგადოება და კრიმინალის დამარცხება ჰქვია - იქნება შეუძლებელი“ - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42