,,რათქმაუნდა ეს სამწუხარო ფაქტია. არ მინდა კონკრეტულ დეტალებში შესვლა და მარტივად აგიხსნით თუ რატომ. ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი, აღვადგინოთ ნდობა სამართალდამცავსა და მოქალაქეს შორის, პრინციპულად მნიშვნელოვანია და ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილი იყო რომ მსგავსი ექსცესი და ინციდენტი არ მომხდარიყო. მე ვერ ვიტყვი ზუსტად იქ რა მოხდა. ამისთვის არსებობს სასამართლო და პროკურატურა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ ამ სტიგმიდან, როდესაც სუბიექტურად, ხშირ შემთხვევაში ობიექტურად, ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს, არ არის სწორი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთს მიმართულებით და ეს იყო ჩვენი ძირითადი მოტივი, რატომაც ვფიქრობთ, რომ უნდა მივცეთ საშუალება სასამართლოს და პროკურატურას დეტალურად განიხილონ ეს საკითხი. ჩვენი პოზიციაა- ვიქნებთ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. რაც ნიშნავს ამ ბალანსის დაცვას. ეს გახლავთ ის, რომ თუ დადასტურდება ფაქტი პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი იქნება დეტალურად გამოძიებული პროკურატურის მხრიდან და თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს. თუმცა, ამავე დროს, ბატონ ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და იმ ახსნა განმარტება, ან თავის დაცვა - იყო თუ არა მისი მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფა ან წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენთვის სწორედ ეს არის მკაცრი და სამართლიანი, ამავ დროს, ობიექტური მიდგომა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს სტიგმაა, როდესაც დეტალების გაურკვევლად ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს კონიუქტურიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ამ სტიგმიდან გამოსვლა უნდა ვცადოთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ზვიად რატიანის პოზიცას იცავენ, არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც ჩვენ მომავლისთვის გვაქვს დაგეგმილი. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე და საზოგადოების ამ ნაწილის გარეშე , რეფორმის გატარება, უბრალოდ რთული იქნება. ჩვენც ვცდილობთ და ვპირდებით ყველას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილებიდა ობიექტურობა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპი“ - აცხადებს მინისტრი.
როგორც გიორგი გახარია ამბობს, რა თქმა უნდ ამ შემხთვევაშიც , თუ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და უფლებამოსილების გადამეტება ამით ვერ გამართლდება. ,,ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა თუმცა, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტიც არის დასადასტურებელი ამიტომ ვამბობ რომ ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ორ სხვადასხვა მიმართულებასთან კავშირი,. ერთი საქმე გახლავთ პოლიციელის შეურაცხყოფა და არ დამროჩელბა, რომელიც უნდა იყოს განხილული შესაბამისი იურიდიული პროცედურებით სასამართლოში, მეორეს მხრივ პროკურატურამ უნდა ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება ქონდა თუ არა ადგილი პოლციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, ეს ორი სხვადასხვა კომპონენტია. შესაბამისა ჩვენ დეტალურად უნდა განვხილოთ ერთიც და მეორეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მსგავსი მიდგომაა ობიექტური, რომელსაც ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას რომ აღვადგინოთ ეს ხიდები სამართალდამცავსა და მოქალაქეს შორის, სხვანაირად მერწმუნეთ, რომ შეუძლებელია უსაფრთხოების იმ ნორმების და იმ სტანდარტების დამყარება ჩვენს ქვეყანაში რომელიც ჩვენ ყველას გვინდა. საზოგადოებას და რა თქმა უნდა სამართალდამცველებს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






