,,ჩვენ იძულებით მოგვიწია საპოლიციო კონტროლის ჩატარება, რადგან გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია“ - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 21:26, 24 Dec, 2017     2025
იყო თუ არა ოპერატიული ინფორმაციის შედეგი საპოლიციო კონტროლის დაწესება, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა შს მინისტრმა ,,იმედის“ ეთერში. გიორგი გახარია ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაციაც არსებობდა, თუმცა მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპეციალური საპოლიციო ღონისძება არის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი.

,,ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში, მით უკეთესია, თუმცა ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძების ჩატარება, რადგან გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია. სტატისტიკური მონაცემები აბოსულუტურად ერთმნიშვნელოვნად მიგვითითებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სამართალდარღვის შემთხვევების ზრდა. ამიტომ ჩენ ვიყავით იძულებული მიგვემართა ამღონისძიებებისთვის, რომელსაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არის საკეთესო ინსტრუმენტი.

ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ის, რაც ხელს უწყობს საზოგადოებასა და სამართალდამცველებს შორის ნდობის აღდგენას, თუმცა დღეს, იმ სიტუაციის შეფასებით, რომელიც გვქონდა, ჩავთვალეთ, რომ ეს ღონისძება უნდა ჩატარებულიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალი წლის წინ პრევენციის მზინით. შედეგებმაც დაადასტურა ის შეფასება, რომელიც ჩვენ გვქონდა.

მინდა მოგახსენოთ, რომ შედეგები არის საკმაოდ მასშტაბური. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ნარკოტიკების მიმართულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კილოგრამი ჰეორინი იყო ამოღებული. ეს ძალზედ მსხვილი პარტია გახლავთ, რომელიც, როგორც ჩანს, ჩვენი პირველადი მონაცემებით, იყო ერთ-ერთი კონკრეტული ლოკაციის მომარაგების მიზნით. ამას, როგორც ჩანს, სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს ღონისძიება ჩატარდა თბილისის ცენტრში, და იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. არაფერს ვამბობ იარაღის იმ რაოდენობაზე, რომელიც ამოვღეთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42