,,ამის შემდეგ ყველაზე რბილი ზედსართავი რაც გამოვიყენე იყო, უნამუსო. მადლობა ღმერთს, რომ იქ მუშაობდა მედია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ რამდენიმე მედია ცდილობს, თუმცა იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ უბრალოდ ვერ გაამართლებდნენ ბატონ კვირიკაშვილს. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ რომ არ ყოფლიყო, კამერა, არცერთი ფოტოაპარატი, არცერთი ტელეფონი... ადამიანი მზად იყო, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის, ყველაზე შემაშფოთებელი იყო ფარაზა, არა ის, რაც აიტაცა მედიამ, არამედ, ის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მძიმედ აღწერს მის მდგომარეობას. მან თქვა, რომ მე არ ვარ დაბადებული კოსტუმსა და ჰალსტუხშიო. მას არ აქვს წარმოდგენა, რა თანამდებობას იკავებს“ - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტს კითხვებზე არ ჰქონდა კონკრეტული პასუხები და ის მხოლოდ ,,შაბლონური ფრაზებით შემოიფარგლებოდა“.
„დავსვით, ყველა ის აქტუალური კითხვა, რომელიც ისმის საზოგადოებაში. ეს პირადად აწუხებს მოქალაქეებს, უმძიმესი სოციალური ვითარება, გაგრძელებული უმძიმესი კრიმინოგენული ვითარებით, მათ შორის მუხთარლის საქმე, ისანში ერთდღიან ომთან დაკავშირებით, ტრადიციად ქცეული ბანკების დაყაჩაღება და ბევრი სხვა კითხვა, როგორიც არის კორუფცია და ა.შ. მან თანდათანობით დაიწყო, ჩემდა სამწუხაროდ, კონტროლის დაკარგვა. ბუნებრივია, მწვავე ვიყავი მე, პირადად, ვინაიდან, ფორმატი იძლევა ამის შესაძლებლობას. შევატყვე, რომ ბატონი პრემიერმინისტრი უკვე ე.წ. მორიგე ფრაზებით შემოიფარგლებოდა ანუ შაბლონური პასუხებით, როგორიც არის დაველოდოთ, მაგალითად, გამოძიების შედეგებს და მერე ვისაუბროთ; თქვენ ხართ ტენდენციური და მერე აბსოლუტურად უადგილოდ მან რამდენჯერმე გაიმეორა, ძალიან ირონიულად, რომ სამკაციანი ფრაქცია ვიყავით და ა.შ.“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ყველაზე დიდი დისკომფორტი პრემიერს შეუქმნა როკის გვირაბთან დაკავშირებულმა კითხვამ. ,,მან უბრალოდ არ იცოდა რა ეთქვა, წარმოდგენა არ ჰქნოდა. მხოლოდ სამი წინადადებით უპასუხდა და თქვა ის, რაც არ უნდა ეთქვა და გადავიდა საგარეო საქმეთა მინიტრთან, რომელმაც სულ სხვა პასუხი გასცა“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შეატყო, რომ პრემიერმა დარბაზის დატოვება გადაწყვიტა, მიმართა და უთხრა, რომ ის არის უუნარო. ,,ის არის ასეთი პრემიერმინისტრი, როცა მან ვერ გაცა ვერცერთ კითხვას პასუხი, და მისი მხრიდან ცუდი რეპლიკა მოჰყვა და ამის შემდეგ ყველაზე რბილი ზედსართავი რაც გამოვიყენე იყო, უნამუსო“ - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






