სახელმწიფო ქონების შესაძლო მიტაცება - "უცნობის" ოჯახის საქმე გამოძიებას გადაეცა
პოლიტიკა - 21:30, 23 Dec, 2017     6534
კურიერის ინფორმაციით, მომღერალი "უცნობის" ოჯახის საქმე შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საგამოძიებო სამსახურში სწავლობენ, სად გაქრა ლილოში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი სამი შენობა.


2016 წლის ივლისში ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი გაჩეჩილაძის სიძის, გიორგი შარაშიძის, კომპანიას 326 ათას ლარად 13 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწა და ოთხი შენობა გადასცა. „უცნობის“ ოჯახს მინა-პლასტიკის საწარმო უნდა აეშენებინა და 700 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

გაჩეჩილაძეებმა პირადობა დაარღვიეს, არც ფული გადაიხადეს და არც საწარმო ააშენეს, ამიტომ 2017 წლის ზაფხულში მათ ქონება ჩამოართვეს და სახელწმიფომ უკან დაიბრუნა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქონების მართვის სააგენტოსათვის გადაცემულ ტერიტორიაზე ისევ დგას 4 შენობა, მაგრამ რეალურად შენობები ზაფხულში აღარ იყო.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი, ამტკიცებს, რომ ოთხი შენობის დემონტაჟის და ნაწილებად გაყიდვის შედეგად გაჩეჩილაძეებმა სახელმწიფო ნახევარი მილიონი ლარი მოჰპარეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებამ კურიერისგან შეიტყო, რომ სახელმწიფო ქონება მიწასთან იყო გასწორებული. უწყებამ ადგილზე სპეციალური ჯგუფი გააგზავნა და მოგვიანებით განაცხადეს, რომ სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაული.

შემდეგ უცნობის სიძეს, გიორგი შარაშიძეს, დავურეკეთ რათა დაგვეზუსტებინა, ვისთან შეათანხმა სახელმწიფო კუთვნილი შენობების დანგრევა და ნაწილებად გაყიდვა.

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში დოკუმენტის შესწავლა უკვე დაიწყო, სავარაუდოდ, დაკითხვაზე უცნობის სიძესაც დაიბარებენ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42