,,აშშ-ის მკაცრი გაფრთხილება ეხება პირადად ივანიშვილს და მის კორუმპირებულ მთავრობას, ახლა ჯერი ხალხზეა“ - ნუგზარ წიკლაური აშშ-ის კონგრესის შესაძლო სანქციებზე
პოლიტიკა - 18:40, 23 Dec, 2017     6014
აშშ-ის კონგრესის მხრიდან შესაძლო სანქციებს ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური, რომელიც აცხადებს, რომ ეს მკაცრი გაფრთხილება ეხება არა საქართველოს, არამედ პირადა ივანიშვილს მის მთავრობას.

,,აშშ კონგრესის შესაძლო სანქციები პირდაპირ უკავშირდება ოლიგარქი ივანიშვილის დესტრუქციულ როლს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ავტორიტარული მისწრაფებების მქონე ივანიშვილმა განაგრძო პოლიტიკური ცხოვრების არაფორმალური მართვა, რაც დამღუპველია საქართველოსთვის და მიუღებელი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისთვის.

დღეს ივანიშვილი არის პარლამენტი და მთავრობა; ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო, ინსტიტუციონალურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე.

დღეს ივანიშვილი არის პროკურატურაც და სასამართლოც და ის წყვეტს, ვინ და რამდენი ხნით უნდა ჩაჯდეს ციხეში; ვინ და რა პირობებში უნდა მოიხადოს სასჯელი.

გამოუძიებელი მკვლელობები, ადამიანთა გატაცება, ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმები, თავისუფალ სიტყვაზე შეტევა, სახელმწიფო სისტემის სრული გახრწნა, კორუფცია და მომხვეჭელობა უკავშირდება უშუალოდ დიქტატორ ივანიშვილს, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედს და მმართველს.

ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს უპირველესი პარტნიორი და სახელმწიფო დამოუკიდებლობის მტკიცე დამცველი. ამ ქვეყანამ უდიდესი როლი ითამაშა რუსული აგრესიის შეჩერებაში და დღესაც აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ამავე დროს, ამერიკა არის საქართველოს დემოკრატიული მომავლის პრინციპული და საიმედო მხარდამჭერი, რაც დიქტატურის დამყარების მცდელობის აღკვეთაში დახმარებასაც გულისხმობს.

აშკარაა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები ხედავენ პოლიტიკური დევნის და კორუფციის შეუწყნარებელ ფაქტებს, რაც ივანიშვილის მთავრობამ ჩაიდინა და ეს მკაცრი გაფრთხილება ეხება არა საქართველოს, არამედ პირადად ივანიშვილს და მის კორუმპირებულ მთავრობას.

ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა: ხალხმა უნდა მიიღოს საბოლოო ვერდიქტი, რათა ავკაცმა დიქტატორმა პასუხი აგოს და საქართველოს პოლიტიკური ისტორიის კუთვნილება გახდეს“ - წერს ნუგზარ წიკლაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42