რუსთავის მერმა რუსთაველი სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობის საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 18:30, 23 Dec, 2017     1180
რუსთავის მერია დედაქალაქის მიმართულებით სტუდეტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობას იწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა რუსთაველ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე, საკრებულოს წევრები – ამირან ჯანჯღავა, გიორგი ჯღარკავა და გიორგი ჭანტურია ესწრებოდნენ.


რუსთავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად, პროექტის განხორციელების გზები განიხილეს და მათთან ერთად იმ სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელეს, რომლებიც საწყის ეტაპზე, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან. ქალაქის მერმა სტუდენტებს რამდენიმე მოდელი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც სტუდენტები რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წევრები სტუდენტების მოსაზრებებით დაინტერესდნენ და პროგრამის ეფექტური დაგეგმვის მიზნით, წინადადებების წარდგენა და პროცესში აქტიური ჩართულობა შესთავაზეს.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მიმართულებით სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხზე ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება და საბოლოო პირობები მათთან აქტიური კონსულტაციების გზით შემუშავდება.

შეხვედრის დაწყებამდე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებნა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 19 დეკემბერს, რუსთავში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42