წართმეული ტენდერი, ,,ატკატები“ და მითვისებული მილიონი - დავით ოქიტაშვილი სკანდალში ეხვევა
პოლიტიკა - 17:57, 23 Dec, 2017     7085
„კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავთ ოქიტაშვილი დიდ სკანდალში ეხვევა. „ნიუპოსტს“ ჩაუვარდა სკანდალური დოკუმენტები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისება იკვეთბა.

ყველაფერი 2 წლის წინ, თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისას დაიწყო, როცა დავით დოიაშვილის ფირმას, 3 800 000 ლარამდე ხელშეკრულება უტენდეროდ გაუფორმეს.

ჩვენი ინფრომაციით, დოიაშვილის დაწინაურებისთანავე, "საქართველოს კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა იმდენი „იჩალიჩა“, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა „დოიდთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მალევე გაწყვირტა და სწორედ დავით ოქიტაშვილის კომპანიასთან გააფორმა.

საკითხის გამოძიებას ითხოვს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გივი კუბლაშვილი, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ მისი დათვლით, ოქიტაშვილმა 1 000 000 მიითვისა.

არ არის გამორიცხული ოპოზიციამ შესაბამის ორგანოებს საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართოს:

"საქართველოს კულტურის პალატა" ააიპ. 2013 წლის გაზაფხულზე, გახსნა. 2015 წლის ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიალისთვის, უტენდეროდ (3 წლით ადრე იცოდნენ და ტენდერი ვერ მოასწრეს) გაუფორმეს ხელშეკრულება დავით დოიაშვილის ფირმას, 3 800 000 ლარამდე. ეს, რომ ოქიტამ გაიგო, მივარდა და იმდენი იჩალიჩა, დოიაშვილს "აახია" ეს კონტრაქტი, გააუქმებინა ოლიმპიურ კომიტეტს და ახალი დაადებინა თავის ფირმაზე - "საქართველოს კულტურის პალატაზე", ეს გახლდათ 3 500 000 ლარი. სპეციალისტების მიერ უხეში დათვლებით, 1 000 000 ლარი ასე ვთქვათ ,,მოტეხილია“.

დღემდე დოიაშვილი დაბოღმილი დადის... მე კონტრაქტებით და მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობ და ფაქტი სახეზეა, ბიუჯეტიდან იპარავენ ფულს და ვერ იყოფენ. როცა ამხელა ფულს ღებულობს ოცნების დახმარებით ბიუჯეტიდან, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დავით ოქიტაშვილი, ამბრეზურასავით ეფარება ოცნებას. ფულის გამო აკეთებენ ყველაფერს თორემ, სინამდვილეში არც სანდრო გირგვლიანი აწუხებთ ამათ და არც ბარბარე რაფალიანცი, არც ის 15 წლის ბიჭები თბილისში რომ მოკლეს. მათი სარწმუნოება ფულია, ფული რომელსაც გაჭირვებული ხალხის ჯიბიდან იღებენ”- აცხადებს კუბლაშვილი „ნიუპოსტთან“.

„ნიუპოსტი“ ბრალდების ადრესატის კომენტარის მოპოვებას ცდილობს. მისი მოპოვებისთანავე დავით ოქიტაშვილისა და დავით დოიაშვილის კომენტარებს შემოგთავაზებთ.

თანდართული დოკუმენტაცია:

ბმული 1

ბმული 2

ბმული 3

ბმული 4






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42