ლევან იზორია უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა
პოლიტიკა - 10:51, 23 Dec, 2017     1093

„ჩვენი მიზანია სამხედრო განათლების, სამხედრო წვრთნებისა და სწავლების ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფით, საერთაშორისო პროექტების, განსაკუთრებით SNGP-სა და GDRP-ის სინქრონიზებით, საერთაშორისო მისიებში მიღებული გამოცდილებით, ეროვნული თავდაცვითი რესურსების მობილიზებით, ადეკვატური დაფინანსებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებით, საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება, ქართული შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა“ - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ წარუდგინა.

თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემები უწყებაში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები იყო. თავდაცვის მინისტრის მოხსენების მიხედვით, 2018 წლის მთავარ გეგმებს შორისაა ანტისატანკო სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და საჰაერო შესაძლებლობების გაზრდა, აშშ-სთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება და ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება.

რაც შეეხება 2017 წელს, ლევან იზორიამ მთავარ მიღწევად თავდაცვის ბიუჯეტის ადეკვატურად გადანაწილება და დაბალანსება, რომლის 18 პროცენტიც აღჭურვილობასა და შეიარაღებაზე დაიხარჯება, საქართველოში გამართული საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მასშტაბების მზარდი დინამიკა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები და საერთაშორისო ღონისძიებები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ინიციატივები, ასევე ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავება და რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა გამოყო.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია და მსოფლიო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას გააგრძელებს.

თავდაცვის მინისტრის მოხსენება, ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული მიმართულებები, ეროვნული თავდაცვის გეგმა, განახლებული წვევამდელთა სისტემა, ასევე სოციალური მიმართულება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42