63 მომხრე სამის წინააღმდეგ - პარლამენტმა მესამე მოსმენით საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში დასაშვები ხდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეხმაურება:
“პრინციპები რაც უკვე პირველი და მეორე მოსმენის დროს იყო განხილული ძალიან დეტალურად არის შესაბამისობაში იმ სტანდარტთან, რომელიც აქვს ზოგადად ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებს და ყველა მაუწყებელი რომელიც მაუწყებლობას დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ყველას აქვს იგივე სტანდარტი. გაცილებით მეტი შესაძლებლობა ვიდრე ჩვენ ეს კანონით განვსაზღვრეთ. ეს არის მინიმალური რამ, რაც მაუწყებლის დამოუკიდებელი და კარგი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






