"ადამიანი რომელმაც მიიყენა ფიზიკური დაზიანება არ გახლავთ დევნილ, იმისი მეუღლე არის დევნილი. ეს ოჯახი ცხოვრობს ამ არადევნილი პიროვნების მამა-პაპისეულ სახლში, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიიყენა. ჩვენ, როგორც გითხარით, პირველ რიგში ისეთ ოჯახებს ვაძლევთ ბინებს ვისაც რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს. ჩვენ რომ მიგვეცა ასეთი ოჯახისთვის ბინა, აბსოლუტურად სამართლიანი პრეტენზიები ექნებოდათ სხვა დევნილ ოჯახებს“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან გამართულ აქციაზე აფხაზეთიდან ერთ-ერთმა დევნილმა კაცმა თვითდაზიანება მიიყენა. ვ.გ-ს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს შემდეგ კი ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებს აპროტესტებენ. გორში დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბინების უსამართლოდ გადანაწილებაში ადანაშაულებენ.
ისინი აცხადებენ, რომ სიაში იყვნენ, თუმცა საცხოვრებელი ფართით ვერ დაკმაყოფილდნენ. ქალაქის ადმინისტრაციულ შენობასთან ამ წუთებში დაცვის პოლიციაა მობილიზებული
მასალის გამოყენების პირობები






