,,პრემიერმა იცრუა! ,,დედაენა" არ ყოფილა სწავლებიდან ამოღებული" - დიმიტრი შაშკინი კვირიკაშვილს პასუხობს
პოლიტიკა - 18:17, 22 Dec, 2017     2654
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში ფრაქცია "პატრიოტთა-ალიანსთან" შეხვედრისას განათლების საკითხს, კერძოდ კი იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" გამოეხმაურა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესიდან "დედა ენა" "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოიღო. აღნიშნულს, "ნიუპოსტთან" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეხმაურება.

როგორც შაშკინმა აღნიშნა, კვირიკაშვილი ცრუობს, როდესაც მსგავს საკითხს წინა ხელისუფლებას აბრალებს. მისი თქმით, სამი წლის მანძილზე მოქმედმა ხელისუფლებამ სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანაც კი ვერ შეძლო:

„კვირიკაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ წინა მთავრობამ სკოლებიდან ამოიღო იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა"- ამ მთავრობამ რა დაამატა სკოლაში? რაზეა ლაპარაკი როდესაც 3 წელია სკოლებში ახალი სახელმძვანელოები არ შეუტანიათ და ვადა გაუვიდათ წიგნებს. ასეთი იაფფასიანი სიცრუე, როგორ შეიძლება პრემირმა თქვას? რომ ჯეჯელავამ იაკობ გოგებაშვილი დააბრუნა სკოლებში და ჩვენ ამოვიღეთ დედაენა? ეს ბრალდება ჩვენც გვესმოდა. კარგად მახსოვს, ჩემი მინისტრობის პერიოდში დადიოდა უამრავი ადამიანი საპატრიარქოში და ამ სიცრუეს ავრცელებდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ საპატრიაქოს დელეგაცია მოვიდა განათლების სამინისტროში და მათ თავისი თვალით ნახეს, რომ ეს იყო სიცრუე. ყველა წიგნი, რაც იყო, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის დედაენა, არის შექმნილი, ხოლო დაკოპირება ძველი იაკობ გოგებაშვილის ეს არის შეუძლებელი. ნებისმიერ ქართული ენის სპეციალისტი გეტყვით, რომ შეუძლებელია ქვეყანა, რომელიც ვითარდება, გამოიყენოს სახელმძღვანელო, რომელიც 50 წლისაა. ვითარდება ქვეყანა და ბუნებრივია, ვითარდება ენაც. ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სიცრუეა როდესაც აცხადებენ, რომ გოგებაშვლის დედაენა იყო ამოღებული. ქართული სახელმძვანელოები პირდაპირ შექმნილია დედაენის საფუძვლებზე და თუ გადაშლით, თქვენ ამას თავდაც ნახავთ...“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42