„მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუნდაც საახალწლო განათებების დაზიანება“ - კახა კალაძე
პოლიტიკა - 16:47, 22 Dec, 2017     1771

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშრებით კომენტარს აკეთებს. კალაძის განცხადებით, მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუ საახალწლო განათებების დაზიანება.

"ძალიან ცუდია ის ფაქტები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლინდა. მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუნდაც საახალწლო განათებების დაზიანება. ძალიან სამწუხაროა. მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რადგან ეს ქალაქი არის თითოეული ჩვენგანის. როგორც საკუთარი ოჯახი, საკუთარი სახლი, ისე უნდა მივუდგეთ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც ერთი ჩვენგანი არ მიდის სახლში და არ ამტვრევს რაღაცებს. ასე უნდა მოვექცეთ ამ ქალაქსაც. როდესაც რაღაც კეთდება, რაღაცას რეაბილიტაცია უტარდება, გულდასაწყვეტია, რომ მეორე, მესამე დღეს მიდიან კონკრეტული ადამიანები, არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანები და მიზანმიმართულად ხდება დაზიანება. ეს მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გვერდით დაგვიდგება იმაში, რომ ვაწარმოოთ კამპანია, რათა ქალაქს ყველამ მოვუაროთ", - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42