შიდა ქართლში ფერმერებისთვის სწავლებები გაიმართა
პოლიტიკა - 16:42, 22 Dec, 2017     868
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი რეგიონის სოფლის მეურნეობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით ფერმერებისთვის სიახლეების, რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარებას, თემატური სწავლებების ჩატარებას გულისხმობს.

ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე, მოადგილე სიმონ გულედანი და ფერმერები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ სახელმწიფოს მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას.

„ყველა ის პროგრამა რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხორციელდება გაფართოვდება და მასშტაბური გახდება, რაც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იზრუნებს ადგილობრივი ფერმერების ცოდნის ამაღლებაზე და მიაწვდის ინფორმაციას იმ სიახლეებზე, რომლებიც აგრარულ სფეროში ხორციელდება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს მარცვლელული კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებეთან ბრძოლის მეთოდებზე, სათესლე და სარგავი მასალი სეტიფიცირებაზე, ინსპექტირებასა და კანონმდებლობაზე, რეგიონში მეცხოველობის განვითარებაზე, მეხილეობაზე და დარგში არსებულ პრობლემებზე სწავლებები ჩაუტარეს. სოფლის მეურნეობის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ კი ადგილობრივებს შიდა ქართლში მეღვინეობის პოტენციალი გააცნო. ღონისძიების ფარგლებში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42