"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წვერის ხატია დეკანოიძის თქმით, სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერიამ მისი მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა, რის შესახებაც მან ინფორმაცია გამოძიებას უკვე მიაწოდა.
“ამ ქალბატონს გამოუქვეყნებია სოციალურ ქსელში ღია სტატუსი, სადაც გვემუქრება მე და ნიკა მელიას. მე მემუქრება განსაკუთრებით ფიზიკური ანგარიშსწორებით. ანუ, როდესაც ვნახე ეს პოსტი გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია, რომ რეალურად ეს იყო დაგეგმილი ქმედება, წინასწარ განზრახული ქმედება, ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმა ამ ქალბატონის მხრიდან და ამაზე ვესაუბრე გამომძიებელს, სხვათაშორის ეს ჩვენებაში გამომძიებელმა შეიტანა , როდესაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ანუ, ეს არის წახალისებული მთლიანად ზოგადად, საზოგადოებაში, მათ მხარდამჭერებში”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. დათო ოქიტაშვილი და ხათუნა ხოფერია ადვოკატებთან ერთად მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, „იბერიას“ გადაცემა „ცენზურის გარეშე“ დავით ოქიტაშვილმა ეკა წამალშვილს წყალი შეასხა. რეკლამის დროს კი, ხათნა ხოფერიამ, გავრცელებული ინფრომაციით, წამალაშვილს თმა მოქაჩა. მომხდარზე საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები






