„ულოგიკო და არასწორი“ - ხიდაშელი კვირიკაშვილის ბაგა-ბაღების რეფორმას აკრიტიკებს
პოლიტიკა - 14:49, 22 Dec, 2017     3005

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნულს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„სრულიად ქართული მედია მირეკავს პრემიერს ბაგა-ბაღების შესახებ გაუკეთებია განცხადება და როგორ შეაფსებთო.

ძალიან მოკლე კომენტარი ასეთია:

პრობლემა მატრივად გვარდება მეეტი დაფინანსებით ბიუჯეტიდან! სწორი საბიუჯეტო პრიორიტეტები!

სახელმწიფოს ფიქრი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე!

მეტი სივრცე და რესურსი ბავშვებისთვის და ნაკლები ბიუროკრატია!

დიდი მადლობა რომ გახსოვთ ამ თემაზე ჩემი ჯერ საკრებულოში, უგულავას წინააღმდეგ ბრძოლა და შემდეგ პარლამეტში საკანონმდებლო ინიაციატივა. რომელიც მაშინდელ უმრავსელობაშიც არ იყო პოპულარული მაგრამ მაინც გავიტანეთ და ბაგა-ბაღები გახდა სრულიად უფასო.

რაც შეეხება ბატონი კვირიკაშვილის ინიციატივას.

მის მიერ ჩამოყალიბებული აზრი: მოთხოვნა დიდია, ვერ ავუდივართ ფინანსურ ვალდებულებას ამიტომ ფასიანი უნდა გავხადოთ სრულიად დაუსაბუთებელი, ულოგიკო და არასწორია, შემდეგი მიზეზებით:

1. არაფერი რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტი ფულს იხდის არ არის მოქალაქისთვის უფასო. ბიუჯეტი ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით დგება. შესაბამისად, კითხვა მხოლოდ იმაშია ორჯერ გადავუხადოთ სახელმწიფოს ფული თუ ერთხელ.

2. ქვეყანაში კონსტიტუციით განათლება ყველასთვის ხელმსაწვდომი უნდა იყოს და შესაბამისად ეს ნიშნავს მისი ბიუჯეტიდან დაფინანსების ვალდებულებას. კანონმდებლობით საბავშვო ბაღი ამ სისტემის შემადგენელი რგოლია და მისი ბოლო ეტაპი კი სავალდებულო სკოლისთვის მოსამზადებლად. შესაბამისად, ის ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს.

3. როდესაც პრემიერი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მზარდი ბიუჯეტით და ეკონომიკით ამაყობენ ელემენტარულია რომ ბიუჯეტის რიცხვები კი არ უნდა იყოს საამაყო არამედ ის მომსახურება და სასარგებლო საქმე რომელიც ამ რიცხვების უკან დგას.

4. განათლება და განათლებული ადამიანი რომ ოცნების პიორიტეტი არ არის ეს გავიგეთ, არ არის საიდუმლო. წელიწადზე მეტი განათლების მინისტრი გვყავდა რომელიც ზღაპრის გმირებს ებრძოდა და ვერც ერთი მნიშვნელოვანი ძვრის განხორციელება ვერ გაბედა სისტემაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დანარჩენიც ასე უნდა ვფიქრობდეთ.

5. საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა, ანუ ყველასთვის გარანტირებული, გარდა მისი პირველადი ფუნქციისა უმნიშვნელოვანესი დასაქმების პროგრამაა, ვინაიდან დედებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს; ასევე უზარმაზარი სოციალური მნიშვნელობის პროგრამაა ქალის და მამაკაცისთვის თანაბარი და უკეთესი შესაძლებლობების, სრულფასოვანი რეალიზების, არჩევანის თავისუფლების გზაზე;

6. სანამ ამ განცხადებას გააკეთებდა ბატონი კვირიკაშვილი თუ დაინტერესდა რამდენია ეს "რომ ვერ ავუდივართ" ფინანსური ვალდებულება და მაგალითად დიდი ქალაქის შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს როგორ დგება პიორიტეტები, რომ მაგალითად საბავშვო ბაღებში 4 წლის ბაშვების კვებას უნდა მოვაკლოთ თანხები, და მაგალითად საკრებულოში ერთ პარტია ქ.ოცნებას რომ რამდენიმე ფრაქცია ქონდეს, შესაბასიმი თანამდებობის პირების ხელფასებით, მანქანებით, საწვავით, პრემიით, ხელშეკრულებით დაქირავებული პარტიული აქტივისტებით და სხვა.

7. ლოგიკურად ისმის შეკითხვა: ეს ბავშვები შემდეგ სკოლებში მიდიან და შესაბამისად, იქაც ხომ არ აპირებენ საბიუჯეტო დაფარვის გაუქმებას?

8. ასევე ლოგიკური შეკითხვაა, ხვალ ხარჯების ზრდის კვალდაკვალ საყოველთაო დაზღევევაზეც ხომ არ იტყვის უარს, ვინაიდან სამწუხაროდ დაბერების ტენდენციის ერი ვართ, ეს თავისთავად, ბუნებრივად იწვევს ამ სეგმენტში ხარჯების ზრდას.

9. შეცდომაა ხარჯების ზრდის გამო საფასურის დაწესების მოთხოვნა. სწორია, პირველ რიგში დაგვანახონ და საზოგადოება დაარწმუნონ იმ პრიორიტეტების სისწორეში რომლითაც საბიუჯეტო რესურსი იხარჯება.

თორემ არ დაიზარებს ვინმე "ინტრიგანი ანტი-სახელმწიფოებრივი სოროსელი" და დაგითვლით ერთ დღეს ყველა სულელურ, ძალაუფლებით ტკბობით გაწეულ ხარჯს და შეუფარდებს 4-5 წლის ბავშვების კვების ხარჯებს და ძალიან, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით ბატონებო, და მგონია შეგრცხვებათ კიდეც“, - წერს თინა ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42