თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. კახა გვანცელაძის განცხადებით, ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით პრემიერის მოსაზრება არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესში:
"პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ ეს არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, თვითმმართველობის აღმასრულებელი რგოლი ვართ. შესაბამისად, რა საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდება, აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას. კანონი დგას ჩემ აზრზე მაღლა. აქედან გამომდინარე, რა ცვლილებებიც განხორციელდება კანონმდებლობაში, ჩვენ აღვასრულებთ. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, თანხები სხვადასხვა წელს სხვადასხვაა. თუმცა ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია მომავალ წელსაც. ბაღების მშენებლობის კუთხით, თავისთავად ხარჯები იზრდება,"- განაცხადა გვანცელაძემ.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ.
მასალის გამოყენების პირობები






