„გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, უნდა გადაიხადონ“ - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:37, 21 Dec, 2017     719

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა:

”მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად ჩავერთოთ განხილვაში და რაღაცნაირად მოვიფიქროთ სქემა, როგორ აუვიდეთ ამ კატასტროფული სისწრაფით ... რა თქმა უნდა, კატასტროფას ვერ დავარქმევთ, კარგია, რომ ბევრი ბავშვია და ბევრ ბავშვს უნდა სწავლა, მაგრამ კატასტროფულად იზრდება მოთხოვნა ფინანსურ რესურსზე მუნიციპალიტეტებში. ბიუჯეტი ამ მზარდ დანახარჯებს ძალიან რთულად აუდის. არ ვიცი, არ მაქვს რეცეპტი. არის რამდენიმე ვერსია, რაც შეიძლება განვიხილოთ. ამას შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გამოვნახავთ გზას, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, მაგრამ მეორე მხრივ, მოვნახოთ მექანიზმები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ თუნდაც ძალიან შეძლებული ადამიანებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, შესაძლოა, იყოს უფრო მაღალი ბარიერი - ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისათვის, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახი გადაიხადონ! ეს არის ჩემი ძალიან ნედლი აზრი, რომელსაც ჩვენ მთავრობაში ვიხილავთ, გარკვეული წინასწარი მსჯელობა გვქონდა. მინდა გთხოვოთ, ჩაერთოთ მსჯელობაში როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე არ არის გამორიცხული, იყოს ოპოზიციის აქტიური მონაწილეობა. ვიპოვოთ ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა, მაგრამ მეორე მხრივ, საჭიროებაზე ორიენტირებული კომპონენტები შემოვიტანოთ. საერთოდ, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით უნდა შემოვიღოთ მექანიზმები, რომელიც გაცილებით მეტად შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება. მე თანხის დაზოგვაზე არ ვსაუბრობ - ვსაუბრობ გაჭირვებული ადამიანების ან საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ბაღის გადასახადს ვერ იხდიან, მათი უზრუნველყოფა გახდეს უფრო მაღალხარისხიანი, მათი დახმარება უფრო მასშტაბური, მაგრამ შედარებით შეძლებულ ადამინებს მოუწიოთ გადასახადის გადახდა. ეს უფრო სამართლიანიც იქნება და გააუმჯობესებს იმ ადამიანებისთვის მიღებულ სერვისებს, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად საჭიროებენ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42