„სადღაც სპორტსმენები არიან, სიაში ჩაწერილი ადამიანები, რომლებმაც დაინახეს, რომ რაღაცით შეიძლება წაადგეს ამ მთავრობას და მათი საქმიანობა გუშინ გამოიხატა იმაში, რომ უბრახუნებდნენ სკამებზე, უყვიროდნენ დეპუტატებს, არ გვაძლევდნენ ნორმალური საქმიანობის საშუალებას და რაც ყველაზე სამარცხვინოა, თავდასხმა მოახდინეს, როგორც ველურმა ცხოველებმა. ტურები რომ გამოძვრებიან ბუჩქებიდან, კინოებში გვინახავს და დაესევიან მსხვერპლს, ასეთი ტურების ეფექტი მოახდინეს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ ის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ხდებოდა საკანონმდებლო ორგანოში, უსიამოვნო საყურებელია.
„ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი ისეთი თემა აქვს, რომელიც ბევრ უსიამოვნო განცდას იწვევს და დამატებით პარლამენტში დაძაბულობის ყურება, ჩხუბი და აყალმაყალი, ეს რა თქმა უნდა, რა არის კარგი არც პარლამენტისთვის, არც პარლამენტარიზმისთვის და არც იმ საქმისთვის, რომლისთვისაც ჩვენ აგვირჩია ხალხმა,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.
მასალის გამოყენების პირობები






