საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, წამყვანი კომიტეტების დასკვნებს ელოდებიან.
„მე მეორე კანდიდატს არ ვიცნობ, მართალი გითხრათ მეტი ინფორმაცია მჭირდება, რომ ჩამოვყალიბდე ჩემს პოზიციაში და ამიტომ ველოდები წამყვანი კომიტეტების პოზიციას,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
"სემეკის" ერთ-ერთი წევრობის კანდიდატის, თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია.
„სემეკში დანიშვნით „ქართული ოცნება“ უგზავნის სიგნალს საზოგადოებას, რომ რაოდენ წარუმატებელიც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, მას აუცილებლად დააბინავებენ მაღალანაზღაურებად თბილ ადგილას, სადაც ასეთი წარუმატებელი მაღალჩინოსნის კეთილდღეობას არაფერი ემუქრება. ოღონდ ეს მოხდება ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






