103 ხმით 17-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა. განახლებული მთავრობის დამტკიცების შემდეგ, პრემიერმინისტრმა მედიასთან საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესები შეაჯამა:
„დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი იმ შემადგენლობით და იმ პროფესიონალიზმის დონით, რომელიც მასში არის კონცენტრირებული, არის ნამდვილად იმ პოზიციაში, რომ დღეიდან მოყოლებული იმ ახალი ენერგიით განვახორციელოთ ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ, სწრაფ, ახალი განვითარების დინამიკას შექმნის და ჩვენ ვიზრუნებთ რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო, დატვირთული პროგრამა და ამ პროგრამის განხორციელება ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ თვისობრივად შეცვლის სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






