„პეჩორის სასამართლოს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ ამბობს, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე არის გაყალბებული, არ არსებობს რეალური მტკიცებულებები და ამ საქმეში ბევრი შეუსაბამობაა. პროკურატურა კი, დავალების შესაბამისად მოქმედებს. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდათ შინა პატიმრობა მომისაჯონ. შემდეგ კი, პუტინის დაკვეთით, საქართველოში, „გაზპრომის“ უდიდეს მეწილესა და რუს ოლიგარქთან ჩემი ექსტრადირება მოახდინონ," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა ასევე, თანამოაზრეებს სააპელაციო სასამართლოს პროცესზე მისვლისკენ მოუწოდა.
"მინდა მივმართო მომხრეებსა და ყველას, ვისაც ადარდებს უკრაინის ბედი, მე აქ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან უკრაინის მომავლის მჯერა. იმისთვის, რომ ბრძოლის გაგრძელება შევძლო, მინდა რომ სააპელაციო სასამართლოსთან მოხვიდეთ და მხარი დამიჭიროთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები






