თბილისში, ვარკეთილში თრიალეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს. ზვიად ფიცხელაურს ცივი იარაღით 7 ჭრილობა მიაყენეს. ადგილზე კრიმინალური, საპატრულო და დაცვის პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე მოხდა.
არსებობს ვერსია, რომ ფიცხელაურმა თვითდაზიანება მიიყენა.
პოლიციის პოლკოვნიკს უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
„აღენიშნებოდა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები. პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით შეყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, აღმოჩნდა ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ფაქტიურად სამ ადგილზე. ოპერაციამ ჩაიარა დამაკმაყოფილებლად. გადმოყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის ნაკვეთი ჭრილობა და კერძოდ რითია მიყენებული, ამას მე ვერ გეტყვით,“ - განაცხადა კლინიკა „ოპტიმალმედის“ რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი გეგაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






