„კაპიტალური ხარჯები არის ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით უკეთესი, ვიდრე მიმდინარე ხარჯები“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 20:26, 21 Dec, 2017     713

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგადასახადო წნეხთან დაკავშირებით ისაუბრა.

,,როდესაც ჩვენ ყველა ერთიანად ვთანხმდებით, რომ კაპიტალური ხარჯები არის ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით უკეთესი, ვიდრე მიმდინარე ხარჯები, ამას, რა თქმა უნდა, უკან აქვს მაკროეკონომიკური გათვლა. პირობით ერთეულში რომ ავიღოთ, მიმდინარე ხარჯების შემცირება ჩვენს ეკონომიკას თუ აკლებს ერთ პირობით ერთეულს, იმავე რაოდენობის კაპიტალურ დანახარჯებში ხარჯვა ორი ერთეულით ზრდის ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ვამბობთ პირდაპირი გადასახადების შემცირებას და არაპირდაპირი გადასახადების გაზრდას, სწორედ ასევეა - პირდაპირი გადასახადების შემცირება 6 ერთეულით ზრდის ჩვენს ეკონომიკას და არაპირდაპირი გადასახადების გაზრდა ერთი ერთეულით ამცირებს ჩვენს ეკონომიკას‘’ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დეკომპოზიცია, თუ როგორია მთლიანად ფისკალური რეფორმა, რომელიც განვახორციელდა ქვეყანაში.

,,ჩვენ ამოგლეჯილად არ ვიხილავთ ამ ფისკალურ რეფორმას - ვამბობთ, რომ შევამცირეთ პირდაპირი გადასახადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პირობით ერთეულებში მე ეს აღვწერე კიდეც. გავზარდეთ არაპირდაპირი გადასახადები, შევამცირეთ მიმდინარე დანახარჯები და გავზარდეთ კაპიტალური დანახარჯები. კუმულატიურად, ეს პოზიტიურად აისახება მთლიანობაში ჩვენს ეკონომიკაზე, რაც რა თქმა უნდა, მოხდა კიდეც‘’- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42