საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:39, 21 Dec, 2017     988

საქართველოს პრეზიდენტი მრჩევლებთან ერთად "მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა მეურვეებისგან საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით მოსაზრებები და განსხვავებული შეხედულებები მოისმინა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაინტერესებულ ჯგუფებს კიდევ შეხვდეს.

"ეს კანონი შეიცავს ბევრ ისეთ თემას, რომელიც საზოგადოებაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, თქვენ იცით, რომ თავად პარლამენტშიც და უმრავლესობაშიც არ არის ერთიანი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით.

იცით, რომ ვნებათაღელვა არის ზოგადად სწორედ რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებით, რასაც სარეკლამო ბაზარი ჰქვია. ერთის მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას გვადარდებს და ყველას გვინდა, რომ ეს იყოს ის მაუწყებელი, რომელიც საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს და ამაში ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, ამავე დროს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმის შენარჩუნება, ამის ასე ვთქვათ დარღვევა და ამაზე დარტყმა დაუშვებელი იქნება, ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ორივე თემას უზრუნველყოფს. ეს ორი თემა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თუ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება, თუ უფრო მეტი ასე ვთქვათ აზრთა ურთიერთ გაცვლა- გამოცვლა და მოსმენა იქნება სხვადასხვა მხარეს შორის", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

სამეურვეო საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს და საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესებული მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42