საქართველოს შინაგან სამქეთა მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ უწყებაში ოპტიმიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გახარიამ განაცხადა, რომ ხდება სამოქალაქო თანამდებობებიდან რესურსის საპოლიციო დანაყოფებში გადატანა.
”ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან ყურადღების ცენტრში ერთმნიშვნელოვნად საპოლიციო დანაყოფები იქნება. შესაბამისად, მათი შრომის პირობებიც ერთმნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა: სოციალური პაკეტი, წახალისების სისტემა, საკადრო განვითარების და ზრდის სისტემა. ამასთან ერთად, პოლიციელისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნიკური აღჭურვილობა. ხშირად სამხრე კამერა პოლიციელს უფრო იცავს, ვიდრე მოქალაქეს - სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე. დღეს, სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციის ძირითადი მიზანი გახლავთ სამოქალაქო თანამდებობებიდან რესურსების საპოლიციო დანაყოფებზე გადმოტანა. სოციალური პაკეტები იქნება გაზრდილი საპოლიციო დანაყოფებისათვის. მათ სოციალურ უზრუნველყოფას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






