„ჩემს თვალში თქვენი პოლიტიკური სიტყვის ფასი ნულია“ - გიგა ბოკერია გიორგი კვირიკაშვილს
პოლიტიკა - 16:28, 21 Dec, 2017     1746

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს, რის შემდეგაც დეპუტატებმა მას კითხვებით მიმართეს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კვირიკაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მისთვის პრემიერის პოლიტიკური სიტყვის ფასი ნულია:

”კოლეგა გამოდიოდა უმრავლესობიდან, რომელმაც ბრძანა, რომ ათწლეული გვჭირდება 7%-იანი და უფრო მაღალი ზრდით იმისთვის, რომ სიტუაცია რეალურად გადავტეხოთ. მართალი ბრძანდებით, ასეა ნამდვილად! კითხვა იბადება, როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს? რა მდგომარეობაა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით?! თურმე 4.5% და 4.9% არის საზეიმო, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა გამოგვიცხადა. გუშინ, პრემიერ-მინისტრი და ფინანასთა მინისტრი მეკამათა, რომ თურმე თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საგადასახადო ტვირთი არ იზრდება - ეს არის ფული, რომელსაც თქვენ ბიზნესს და მოქალაქეებს ართმევთ. წაგიკითხავთ ციფრებს - 2013 წელს საგადახადო ტვირთი, ფული, რომელსაც თქვენ ეკონომიკიდან იღებთ, მშპ-ს 24.8% იყო. ახლა არის 26%. გვამშვიდებდით, რომ მომავალში შემცირდებოდა. გიწერიათ, რომ 2018 წელს 25.3%, მაგრამ მერე, 2019 წელს, თქვენივე ციფრებით ისევ იზრდება. ამიხსენით, როგორ უწყობს ხელს საგადასახადო ტვირთის ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას? ესტონური მოდელი კარგია და ჩვენ უფრო რადიკალური გზის მომხრე ვიყავით, მაგრამ თუკი საგადასახო ტვირთი ჯამში მაინც გაზარდეთ და თუკი თქვენი მმართველობის დროს იზრდება, იმ პირობებში, როცა ფასები იზრდება, როცა პენსია პრაქტიკულად არ გაზრდილა, როცა ხალხს უჭირს, ეს რანაირად არის სწორი პოლიტიკა?!”, - მიმართა გიგა ბოკერიამ გიორგი კვირიკაშვილს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42