" მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 15:27, 21 Dec, 2017     3392
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ახალი მოცემულობა, როდესაც კრიტიკული კითხვები პროვოკაციად ითვლება.

„ქართულმა ოცნებამ“, პრემიერმა კვირკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა ახალი მოცემულობა შექმნა და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. აბა რას ელოდებიან ჩემგან, ან სხვა ოპოზიციონერებისგან? ქებას დავუწყებთ მაშინ, როდესაც 5 წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, როდესაც ვერ სთავაზობენ განვითარების ვერანაირ გეგმას, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაძვირდა 50%-ით, შიმშილობს მოსახლეობის უმატესობა, შემოსავალი და პენსია იგივე დარჩა, როდესაც ადამიანებს ვალის გამო ქონება დაუყადაღდათ და იმედიც არ აქვთ, როცა ახალგაზრდობა ცდილობს ქვეყნიდან თავის დაღწევას და ბევრი სხვა? რას ელოდება, რომ დითირამბებით გუნდრუკის ქნევას დავუწყებ? ბუნებრივია, არ მაინტერესებს მოქალაქე გიორგი კვირიკაშვილი, მე მაინტერესებს რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. რა გეგმა აქვს, რას გულისხმობს მისი ოთხი პუნქტი? ყველაფერზე საუბრობს ამ გეგმაში, გარდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა. ეს მთავრობა არის საშოვარზე მოსული ხელისუფლება, რომელმაც რეალურად ქვეყანა გააღატაკა. ამას არ სჭირდება პარლამენტარის კომენტარი და მწვავე კითხვა ქუჩებში ჩანს. იქითკენ მიყავთ ახლა საქმე, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა პრემიერმა კვირიკაშვილმა...

კრიტიკულია კითხვა ადამიანის გატაცებაზე, კრიტიკულია, როდესაც ადამიანი ნაცემია საკუთარ სახლთან, მაშინ როდესაც მინი ომი მოაწყვეს ტერორისტებმა. კითხვას უსვამ ადამიანს, როგორ მოხდა ეს და არც ერთ კითხვას პასუხს არ სცემს. ბუნებრივია, ეს არის უნამუსობა და უპასუხისმგებლობა.

მოვუწოდებ მთავრობას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამე მაინც გააკეთოს ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საუბარი მათთვის მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, მაინც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში - რა აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42