"ევროპის საბჭოში რუსეთის ხმის აღდგენის საკითხზე ოპოზიციამ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა“ - მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 14:27, 21 Dec, 2017     1142
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხზე საქართველოს პოზიციის გამო.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით რუსეთისთვის ხმის აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეა იღებს, რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას, მინისტრის თმით საქართველო ყოველთვის მოქმედებს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში ევროპის საბჭოს პრინციპების გათვალისწინებით.

„აქაც სრული არაკომპეტენტურობა გამოავლინეს, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყეს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ინსტრუქცია ჩვენი ელჩისთვის მიცემული და ჩვენი წარმომადგენლისთვის. ეს არის რომ მან იმოქმედოს და ნებისმიერი მისი განცადება და ჩართულობა იყოს შესაბამისი ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. თუმცა ეჭვი მიჩნდება, რომ იმ ადამიანს ვინც ეს შეკითხვა დასვა მას საერთოდ არ გააჩნია ეროვნული ინტერესები, მას მხოლოდ პარტიული ინტერესები ამოძრავებს და ეს დადასტურებული ფაქტია სწორედ იმ მიწერილი კომუნიკაციით, რასაც ის ახორცილებს ევროპარალმენტარებთან. მეორე რაშიც გამოიხატება არაკომპეტენტურობა - მინისტრთა კომიტეტი არ არის უფლებამოსილი განიხილოს რუსეთის ხმის აღდგენის საკითხი, შესაბამისად ნებისმიერი კითხვა თუ რა პოზიცია დააფიქსირა სხდომაზე ჩვენმა წარმომადგენემა რუსეთის საკითხთან დაკავშირებით არის სრულად არაკომპეტენტური. ამასთან ერთად ნებისმიერი განხილვა, რომელიც მინისტრთა კომიტეტში იმართება არის დახურული, და მინისტრთა კომიტეტი რეგულარულად აფრთხილებს ყველა მისიას, რომ ის საკითხები რომელიც იხილება მინისტრთა კომიტეტში, არ იყოს საჯარო და არ მოხდეს მისი გაჟღერება. რაც შეეხება ხმის აღდგენის პროცესს, ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადასაწყვეტი და პარლამენტარების კომპეტენცია“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42