საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მას სურს 2018 წელი საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად გამოაცხადოს:
”განხორცილებული და განსახორცილებელი რეფორმების შესახებ ჩვენ გვაქვს დიალოგის პლატფორმა ბიზნესსაზოგადოებასთან, სამეწარმო წრეებთან. უახლოეს მომავალში ანალოგიური პლატფორმა შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი შედგეს პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ შევქმენით პორტალი ichange.gov.ge, რომლის მეშვეობით 10 ათასი ხელმოწერის დაფიქსირების შემთხვევაში, გვექნება ვალდებულება განვიხილოთ მოქალაქეების ინიციატივა. მინდა, 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოვაცხადო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გავაფართოვოთ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების წრე, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენაც, ძალიან ბევრი წინადადების გათვალისწინება - მეტი ჩართულობა იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი თავი ქვეყნის განვითარების პროცესის მონაწილედ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრლამენტმა დღეს მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
მასალის გამოყენების პირობები






