„ყველანაირად ვცდილობთ იმ პროვოკაციულ ფონზე, რომელსაც ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ის წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეული პერსონები იყვნენ და პასუხისმგებლობა აქვთ აღებული წარსულზე, მაგრამ ხანდახან ძალიან ძნელია ადამიანურად ემოციების შეკავება, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გაბრალებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ და ნებისმიერი ადამიანი ალბათ ჩემს სიტყვებს სწორად გაიგებს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატების განცხადებით, ოპოზიციამ შეტევა პრემიერის ღირსებაზე მიიტანა და შესაბამისი პასუხი მიიღო.
„ეს არის ღირსების ხელყოფა, დამცირება, უზრდელობაში აშკარა გადასვლა, რასაც რეაგირება ხშირად მოჰყვება ისეთი, როგორიც ვიხილეთ,“-აცხადებს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
გუშინ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მასალის გამოყენების პირობები






