უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გინების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრის დროს საზოაგდოებას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა:
„სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს, იყოს პროვოკაციული და ყველანაირი ეთიკის ჩარჩოები დაარღვიოს. სამწუხაროდ, მათ შეძლეს ის, რომ მე მომიწია ზედმეტად ემოციური პასუხის გაცემა. მე ნამდვილად ვნანობ ამას, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ არ არის ეს კარგი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ხანდახან არის, როდესაც ადამიანს საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და იქ ხშირად, ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა. მათ სამწუხაროდ ეს მოახერხეს. მე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთხელ ვუხდი,“- განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






