„ლავროვის სტილში ნუ გამოხვალთ... ნუ მოისულელებთ ახლა თავს"- ხმაური და დაპირიპირება პარლამენტში
პოლიტიკა - 17:24, 20 Dec, 2017     2192
მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა რამდენი წერილი აქვს გაგზავნილი საქართველოს მთავრობას ევროპარლამენტში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, რაზეც კვირიკაშვილმა თქვა, რომ არ ჰქონია არც ერთი შეხვედრა საერთაშორისო ფორმატში, სადაც აღნიშნული საკითხი არდაუყენებია.

"იქნებ გქონდეთ საინტერესო რეცეპტები, როგორ უნდა დავაპატიმროთ ოთხოზორიას მკვლელი აფხაზეთის ტერიტორიაზე"- თქვა პრემიერმა კითხვის საპასუხოდ.

„უპრეცედენტო რამ გავაკეთე სხვათა შორის, როცა პირველად მივმართე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ იქნებ გადაედგათ ნაბიჯი და ეს იქნებოდა შერიგების მიმართულებით გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, მათ ეს ნაბიჯი არ გადადგეს და პირიქით, ის ადამიანი გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდანაც კი. ეს არის დესტრუქციული ქმედება. ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმებს ვიყენებთ. ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე მუდმივად ისმება, ასევე საერთაშორისო ფორმატებიდან არ ჩამოსულა ეს საკითხი და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც არაერთხელ მიუმართავთ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისთვისაც და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ სხვა მექანიზმს, რომლითაც შეიძლება გადავწყვიტოთ ეს საკითხი და დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კანდელაკის თქმით, კი ოთხოზორიას თემა, მმართველი გუნდის ევროპელმა პარტნიორებმაც კი ოპოზიციისგან გაიგო.

„ჩვენგან გაიგეს ოთხოზორიას საკითხი, მათ შორის თქვენმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა ევროპარლამენტში. სამაგიეროდ, გეტყვით რამდენ წერილს წერენ თქვენი კოლეგები ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულების გასამართლებლად“, - განაცხადა კანდელაკმა.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე დაწყებულ კამათში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ჩაერთო.

„თქვენ წერთ წერილებს ევროპარლამენტში, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული“, - აღნიშნა ჯანელიძემ, რის გამოც უმცირესობამ, საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას შეადარა.

„ლავროვის სტილში ნუ გამოხვალთ“, - მიმართა ჯანელიძეს უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

კამათში გიგა ბოკერია ჩაერთო, რომელმაც მთავრობის მეთაურს სთხოვა ეჩვენებინა ის წერილები, რომელსაც ქართული მხარე ევროპარლამენტს სწერს და რაზეც რეაგირებას ითხოვს.

“ნუ მოისულელებთ ახლა თავს“-მიმართა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს, რაზეც კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ის თავად იქცევა ასე.

„ვინ ისულელებს თავს და სულელებივით ვინ იქცევა ამას ხედავს მოსახლეობა“-განაცხადა კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42