მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ესწრება, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა რატომ ვერ მოახერხეს ერთი წლის განმავლობაში მინისტრებმა, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტში დაიბარა, საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა.
პრემიერის თქმით, ოპოზიცია სენსიტიური თემებით სპეკულირებს და არის საკითხები, რომლის გამოც მთავრობის წევრები თავს არიდებენ პარლამენტში მისვლას.
„აარ დაგიმალავთ, რომ ასეთ დროს შეგნებულად საჯარო განხილვას შეიძლება თავი ავარიდოთ. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ არ გაკმაყოფილებთ ჩემი პასუხი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რასაც საპასუხო რეპლიკა მოჰყვა გიგა ბოკერიას მხრიდან.
„შემიძლია კი არა, ნამდვილად არ მაკმაყოფილებს,“ - უპასუხა გიგა ბოკერიამ პრემიერს.
პრემიერისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, მაშინ როდესაც მან კითხვას პასუხი უკვე გასცა, რატომ მეორდებოდა ერთი და იგივე.
„დაკითხვა არის? მაინტერესებს,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






