„ეს საკითხი არის გამოძიების პროცესში რამდენადაც თქვენ მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე საკითხია გეთანხმებით და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, რაც მოხდა თუმცა სიმართლე საბოლოო ჯერ არ გარკვეულა. თუმცა ფაქტი არის ძალიან დიდი ჩვარდნა და მე მგონი რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გათავისუფლებული იქნა როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე სასაზღვრო პოლიცის უფროსი იყო აბსოლუტურად ადეკვატური. მათი ბრალეულობა ჯერ არაფრით არ არის დადასტურებული თუმცა მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის შეხვედრაზე მუხთარლის საკითხი "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დასვა.
დეპუტატმა მუხთარლის ჩვენება წაუკითხა, სადაც ის დეტალურად აღწერს, როგორ გაიტაცეს ის საქართველოდან. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დაინტერესდა რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს აფგან მუხთარლის ჩვენება, როდესდაც ის საუბრობდა, რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ, მას თვალები აუხვიეს, რანდენიმე მანქანა გამოიცვალა და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






