ოზურგეთის საჯარო სკოლის მასწავლებელს ძალადობაში ადანაშაულებენ
შემთხვევა - 17:03, 20 Dec, 2017     2512

დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოზურგეთის საჯარო სკოლაში. მშობლები სკოლის მასწავლებელს, მასწავლებელი კი მშობლებს ძალადობაში ადანაშაულებენ.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კონფლიქტი რეალურად მეზობლებს შორის, სკოლის გარეთ დაწიყო, მოგვიანებით კი სასწავლო დაწესებულებაში გაგრძელდა. მშობლები, სკოლის პედაგოგებს ძალადობაში, ფულის გამოძალვის მცდელობასა და ბულინგში ადანაშაულებენ.

ქალაქ ოზურგეთის #5 (ანასეულის) საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს მშობლები ამავე სკოლის დირექციაში უჩივიან და მოითხოვენ ირინა მგელაძე-მუხაშავრიას სკოლიდან დათხოვას.

თავის მხრივ, პედაგოგი კი დირექციასა და მშობლებს ძალადობაში იქეთ ადანაშაულებს და პასუხს პირიქით ითხოვს.

რამდენიმე მშობელმა დირექციას ოფიციალური განცხადებით ამ დღეებში მიმართა, რომელშიც აღნიშნულია რომ პედაგოგმა მეორე კლასის ბავშვებს მშობელთა კრებაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კერძოდ ბავშვები მის შვილიშვილთან ძალადობაში, რომელიც მათი თანაკლასელია, დაადანაშაულა და ეს იმით ახსნა, რომ ამ ბავშვების ერთ-ერთი მშობელი პატიმარი იყო, ხოლო დედა მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში მუშაობს:

ამ ბავშვების მეურვე, დეიდა ნათია კაჭარავა, რომელიც განცხადებაზე ერთერთი ხელმომწერია, ამბობს, რომ პედაგოგმა ეს ბავშვებს მშობელთა კრებაზე საჯაროდ განუცხადა.

კაჭარავა ამბობს, რომ ამ პედაგოგის მხრიდან მოსწავლეებზე თავდასხმა პერიოდულად ხდება, ამას სისტემატიური ხასიათი აქვს და სკოლის დირექციას რეალური ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს.

სკოლის დირექტორი, ქეთევან ქადიეშვილი ამბობს, რომ ეს მეზობლური კონფლიქტია რომელმაც სკოლაშიც გადმოინაცვლა.

ის ადასტურებს, რომ განცხადება დირექციაში შესულია და უახლოეს დღეებში სადისციპლინო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს.

მომხდარს იხსენებს ამავე სკოლის მეორე კლასის დამრიგებელი ნატა გობრონიძე, რომელ კლასშიც სწავლობენ როგორც ნათია კაჭარავას მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვები, ასევე პედაგოგ ირინა მგელაძე-მუხაშავრიას შვილიშვილი:

"ჩემთან მოვიდნენ ბავშვები და მითხრეს სიტყვა, ძალიან უწმაწური, ვერ გავიმეორებ, რომელიც მათ მისმა თანაკლასელმა უწოდა, მე დავუძახე ბავშვს და მივეცი სიტყვიერი შენიშვნა, ეს იყო და ეს, სხვა მეტი არაფერი არ მომხდარა. გვქონდა მშობელთა კრება, სადაც შემოვარდა ჩემი კოლეგა, ქალბატონი ირინა მგელაძე-მუხაშავრია და მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მასსა და მშობლებს შორის"-იხსენებს მომხდარს კლასის დამრიგებელი. თუმცა, თუ რა სიტყვები ეძახა პედაგოგმა მშობლებს ამაზე არ საუბრობს.

თავის მხრივ, ირინა მგელაძე პირიქით, განცხადების ავტორების შვილებს მისი შვილიშვილზე ძალადობაში, ფულის გამოძალვის მცდელობაში, ხოლო პედაგოგ ნატა გობრონიძეს ასევე მისი შვილიშვილის ბულინგში ადანაშაულებს.

მათემატიკის პედაგოგი მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლი მისი შვილიშვილია და ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ დადგმული სპექტაკლია, რომლის უკანაც სკოლაში არსებული ერთი ჯგუფი დგას.

მუხაშავრიას ქალიშვილი, პოროფესიით ფსიქოლოგი, ბავშვის დეიდა ნონა ბერიძე კი ამბობს, რომ ბავშვი რამდენიმე დღეა. ძალადობის გამო, რომელიც სკოლაში ხორციელდება, საჯარო დაწესებულებაში არ დადის. ბავშვის ამბავი არც სკოლის დირექციასდ და არც კლასის დამრიგებელს არ უკითხავს.

"ბავშვი ვნახე ურთულეს მდგომარეობაში, მეტყველება დაკარგული. აბსოლუტურად ვერ მეტყველებდა, კანკალებდა, თითები ჰქონდა დაჭმული. პირველი როდესაც დამინახა ბავშვმა, მითხრა ასეთი რაღაცა; დეიდა, მე არ შემიგინებია. დავამშვიდე, ვუთხარი მომიყევი რა მოხდა-მეთქი და მასწავლებელმა კიდევ ერთხელ მთხოვა მეღიარებინა ის დანაშაული, რაც არ ჩამიდენია. ეს მოხდა არა ერთხელ, მე სკოლაში არ წავალ"-გვიყვება მოსწავლის დეიდა.

მანამ სანამ მხარეები ძალადობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, აღნიშნულ სკოლაში საქმის გარჩევები და სიტყვიერი დაპირისპირებები, როგორც პედაგოგებს, ასევე მშობლებს შორის, ჩვეულებრივ ამბად იქცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42